Sadness ✨

Advertisements
Published in: on თებერვალი 11, 2018 at 7:54 PM  კომენტარის დატოვება  

#WhenYouKnow 😏😈💛

Related image

Published in: on თებერვალი 10, 2018 at 7:08 PM  კომენტარის დატოვება  

გალას ამის მეტი რომ არაფერი დაეწერა, მაინც მეფე იქნებოდა ✨

Published in: on იანვარი 28, 2018 at 2:45 AM  კომენტარის დატოვება  

#მწოლიარეპოლიციელები

ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.
მიდიხარ შენთვის, სწორ გზაზე, თანაბარი სიჩქარით, უდარდელად და უცებ “ბახ” და მწოლიარე პოლიციელი ვერ შეგინიშნავს.

გადაივლი ამ მწოლიარე პოლიციელს.

მიდიხარ ისევ შენთვის, სწორ გზაზე, თანაბარი სიჩქარით, უდარდელად და უცებ “ბახ” და ისევ მწოლიარე პოლიციელი ვერ შეგინიშნავს.

ასეც ხდება ხოლმე.
ცხოვრებაში ბევრი მწოლიარე პოლიციელი გვხვდება.
რა ქნას სამყარომ, ხანდახან მაინც ხომ უნდა შეგვახსენოს როგორმე რომ ამ სამყაროში მოულოდნელი “ბახ” ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის არსებობს.

მერე ერთბაშად ცხვირები რომ არ წავიმტვრიოთ.

მთავარია მოსმენა შეგეძლოს.

მახსოვს ამ რამდენიმე წლის წინ იმდენი “ბახ” დავაიგნორე ბოლოს ცხვირი კი არ წავიმტვრიე, სკალპი ამძვრა.
არაფერი პირადული, უბრალოდ იქამდე არ შევისმინე ეს “ბახ”, სანამ ურემი არ გადატრიალდა თავისით და ჩემი სკალპიც არ გაიყოლა.

ასეც ხდება ხოლმე.

როცა თავს ვიბრმავებთ და ვიყრუებთ.

ადამიანებს ხომ საოცრად კარგად გამოგვდის მხოლოდ იმის დანახვა რაც ჩვენს ილუზიებს აფერადებს.

სამყაროს კი არ უყვარს ილუზიები.
სამყაროს ლოგიკა და კანონზომიერება უყვარს.
ვერც შეედავები.

ამიტომაც არსებობს მწოლიარე პოლიციელი.

როცა მიდიხარ შენთვის, სწორ გზაზე, თანაბარი სიჩქარით და შენს ფიქრებში წასული, უცებ რომ შეგახტუნოს და რეალობაში დაგაბრუნოს.
ემანდ შემთხვევით შენი შესახვევი რომ არ გამოგრჩეს.

უსმინეთ და შეისმინეთ, იქნებ რის თქმას ცდილობს სამყარო.
იქნებ სკალპის აძრობაზე უარესი რაღაცებიც არსებობს.

 

გისურვებთ ბედნიერებას.

 

პატივისცემით,

თქვენი მონა-მორჩილი

Published in: on იანვარი 16, 2018 at 11:26 PM  კომენტარის დატოვება  

Otter ✨💛

Published in: on იანვარი 15, 2018 at 4:05 PM  კომენტარის დატოვება  

💛✨

Published in: on იანვარი 15, 2018 at 12:52 AM  კომენტარის დატოვება  

💛

Published in: on იანვარი 11, 2018 at 8:46 PM  კომენტარის დატოვება  

და “წკაპ”.

“ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება”
ამბობდა გალაკტიონი.
და ალბათ ამაზე მეტად ვერავინ გამოხატავდა შუაღამეს მოსული გრძნობების, ვნებების და ქარ-ტეხილების ელფერს.

ახლა, როცა ამ ამბზაცს ვწერ, შუაღამე დიდი ხნის გადასულია მაგრამ მე, მე ვდგავარ განთიადის სადარაჯოზე.

ოდესმე გიგრძვნიათ “წკაპ”?

აი წკაპ, და მორჩა.
წკაპ, და აღარ გიყვარს.
წკაპ, და აღარ არის ერთადერთი.
წკაპ, და ხვდები რომ არც არასდროს ყოფილა ერთადერთი.
წკაპ, და ხვდები რომ ის მთელი ცხოვრება შენზე იფიქრებს, ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, შენ კი გააგრძელებ, ისევ ისე, როგორც აქამდე, როგორც ყველამდე.

იმიტომ რომ იცი, ძნელია “წკაპ” და შენი ჩანაცვლება.
იცი, რომ ყველას მთელი ცხოვრება ემახსოვრები.
იცი, რომ ყველას სიზმარში გამოჩნდები არა ერთხელ თუ ორჯერ, არა ადრე თუ გვიან.
იცი რომ ყველას ნატვრაში იქნები.
იცი რომ დამღლელი დღის მერე ყველას გათიშული გონება, არა ერთხელ თუ ორჯერ გაგიხსენებს შენ.
იცი რომ შეყვარებულებით თუ ცოლებით თუ საყვარლებით დაღლილები აუცილებლად გაგიხსენებენ შენ.
იმიტომ რომ შენ შენ ხარ.
იმიტომ რომ ყველა ბრუნდება, არც ისე შორ გზაზე წასული და გეუბნება რომ შენ, შენ ხარ.
იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ათეული წლის მერეც კი, შენ, შენ ხარ.

ასე ეს.
შენ შენ ხარ, და ამას ვერ შეცვლის ვერაფერი.
შენი ღიმილი ანათებს ყველაზე უკუნეთ ღამეებს და ამას ვერ შეცვლის ვერავინ და ვერაფერი.
შენ ეს იცი.

შენზე უკეთ არავინ იცის რომ მთავარი არა ბრძოლები, არამედ ომია.
შემთხვევით ბრძოლებში შეიძლება წააგო, მაგრამ ომში არასდროს წაგიგია.
ომი ყოველთვის შენით მთავრდება.
ომის ბოლოს თეთრ ალამზე ყოველთვის წერიხარ შენ.

და ეს არ არის შენთვის სიახლე. იმიტომ რომ შენ არასდროს არ წაგიგია ომი.
იმიტომ რომ შენ არასდროს არ წააგებ ომს.

იმიტომ რომ შენ შენ ხარ.

მაგრამ დიდი აფეთქების ტოლფასი ამბავი ხდება, როდესაც ორი ასეთი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, რომლებსაც არასდროს წაუგიათ ომი.
რომლებიც არასდროს წააგებენ ომს.
იმიტომ რომ იციან, მზეს ვერასდროს დაამარცხებს მთვარე, არათუ სხვა ვინმე ბოგანო ვარსკვლავი.

როდესაც ორი მზე ხვდება ერთმანეთს, “წკაპიც” იცვლება.
წკაპი უბრალოდ გეხმარება რომ არ იგრძნო აპოკალიფსი.
მზის დაბნელება და ის კატაკლიზმები რომლებიც მას მოყვება.
“წკაპი” გემხარება გადაიტანო ის აგონია, რომლის გააზრებაც არათუ მოგკლავს, არამედ დაგნაცრავს.
იმიტომ როდესაც ორი მზე ხვდება ერთმანეთს, ისინი ან კიდევ უფრო მეტად აკაშკაშებენ ერთმანეთს, ან საერთოდ ანადგურებენ.

წარმოგიდგენიათ რა შეიძლება იყოს მზისთვის განადგურებაზე ფიქრი?
ფიქრი რომ შეიძლება სამუდამოდ ჩაქრეს?
ფიქრი რომ ვერასდროს ვეღარ გაანათებს მთელი თავისი სიკაშკაშით?

წარმოდგენაც არ მინდა.
წარმოდგენაც რომ შეუძლებელია ზუსტად მაგიტომ გახდა წკაპი ისეთი, როგორიც არის.
გთიშავს.

გთიშავს რომ არც კი წარმოიდგინო ის, რაც ყველა სამყაროში გაგანადგურებს.

 

ამასობაში ნელ-ნელა წყნარდები.
გახსენდება ყველა ლოგიკა და კანონზომიერება რაც არსებობს და მშვიდდები.
სამყარო ხომ საოცრად ხმამაღლა ლაპარაკობს როცა საჭიროა.

საბედნიეროდ შენ და სამყაროს კარგად გესმით ერთმანეთის.

საბედნიეროდ არ არსებობს ლოგიკა, რომელიც ერთოდროულად ორ მზეს დააბნელებს.

და შენც მშვიდდები.

სამყარომ ხომ ყველაფერი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენზე უკეთ იცის.

 

გისურვებთ ლოგიკურ “წკაპებს”.

 

პატივისცემით,

თქვენი მონა-მორჩილი ❤

 

Published in: on იანვარი 11, 2018 at 2:53 AM  კომენტარის დატოვება  

😏

Published in: on იანვარი 4, 2018 at 7:41 PM  კომენტარის დატოვება  

#ბედნიერზებედნიერი 🎊🎆✨🎉🎈

Published in: on იანვარი 1, 2018 at 7:11 PM  კომენტარის დატოვება